ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამა გერმანიაში ჩადის


დალაი ლამა გერმანიას ესტუმრა. დღეს დალაი ლამა გერმანიას ესტუმრა. მან ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ ჩინეთმა ტიბეტს აუცილებლად უნდა მიანიჭოს ფართო ავტონომია. დალაი ლამა ბერლინში გერმანელ პოლიტიკოსებს შეხვდება. იგი ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს ვერ გაესაუბრება, ვინაიდან კანცლერი ახლა ლათინურ ამერიკას სტუმრობს. პეკინს სურს, რომ ტიბეტი ჩინეთის შემადგენელ ნაწილად დარჩეს. იმის გამო, რომ გასულ სექტემბერს კანცლერი მერკელი დალაი ლამას შეხვდა, პეკინსა და ბერლინს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ფრანკფურტში ჩაფრენილმა დალაი ლამამ პეკინი გააკრიტიკა გასული მარტის ტიბეტის საპროტესტო დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობისთვის. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტიბეტს ფართო ავტონომია სურს და არა სრული დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG