ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის სადრის უბანში 5 კაცი მოჰკლეს


ერაყიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბაღდადის სადრის უბანში მიმდინარე შეტაკებისას დაიღუპა ხუთი კაცი, ხოლო დაიჭრა ოცდაორი. თუმცა ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ იქ შედარებითი სიმშვიდე სუფევს. შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის პრეს-მდივნის ვიცე-პოლკოვნიკის სტივენ სტოვერის თქით, წუხელ ამერიკული საჰაერო დაბომვის შედეგად მხოლოდ ორი ტერორისტობაში ეჭვმიტანილი დაიღუპა. ამ ინფორმაციის თანახმად დაღუპულები გზის პირას ნაღმის დამონტაჟებას ცდილობდნენ. სადრის უბანში ძალადობის ესკალაცია, შიიტთა ლიდერ მოქდათა ალ-სადრის მომხრე შეირაღებულ ფორმირებებსა და ამერიკელთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევიდან მხოლოდ ორი დღის გავლის შემდეგ აღინიშნა. ალ-სადრის მომხრეები აცხადებენ, რომ შეთანხმების ძალაში შესვლას დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG