ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ.ბუში ისრაელში ჩავიდა


დღეს პრეზიდენტი ბუში ისრაელში ჩავიდა, ქვეყნის სამოცი წლის იუბილის აღსანიშნავად და ისრაელსა და პალესტინელთა შორის სამშვიდობო პროცესისთვის ბიძგის მისაცემად. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდში დიდი სიძნელეების გადალახვა მოუწიათ, და რომ ორივე ქვეყანა მსგავსი პრინციპებით ხელმძღვანელობდა წარმატების მისაღწევად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ბატონ ბუშს ქვეყნის იუბილესტან დაკავშირებულ ზეიმზე დასწრებისთვის მადლობა უთხრა. ვიზიტის მსვლელობისას პრეზიდენტი ბუში აგრეთვე ეჰუდ ოლმერტსა და ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესსაც შეხვდება. ბატონი ბუში ცდილობს, რომ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის ხელსეკრულება მიმდინარე წლის ამოწურვამდე დაიდოს, რათა პალესტინელებმა დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა შესძლონ.
XS
SM
MD
LG