ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას მეომრებმა დასავლეთ ბეირუთზე დაამყარეს კონტროლი


ჰეზბოლას მეომრებმა დასავლეთ ბეირუთზე დაამყარეს კონტროლი სუნიტებთან შეტაკების შემდეგ, რომლებიც ლიბანის პროდასავლურ მთავრობას უჭერენ მხარს. ამ შეტაკების შედეგად სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა. ჰეზბოლას მეომრების ძალისხმევით შეწყდა სამთავრობო სატყელევიზიო კომპანიის მაუწყებლობა და გაზეთის გამოცემა.

აღნიშნული ტელევიზია ლიბანის მმართველი კოალიციის ლიდერს საად ხარირის ეკუთვნის, რომლის სახლსაც დასავლეთ ბეირუთში რაკეტა ესროლეს. ხელისუფლება იძულებეული გახდა ბეირუთის პორტი დაეხურა ქალაქში მიმდინარე შეტაკებების გამო.

საუდის არაბეთმა ლიბანში დაწყებული კონფლიქტის გამო არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG