ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი შეიძლება გადადგეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მზადაა გადადგეს თუ დამტკიცდება მისი მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში.

ხუთშაბათს ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა რომ ეჰუდ ოლმერტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მას უცხოელი ბიზნესმენისგან დიდი ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ იერუსალიმის მერად და ისარელის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს.

ისრაელის ტელევიზიით გამოსვლისას ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა რომ ამერიკელი ბიზნესმენისგან მორის ტალანსკისგან ასობით ათასი დოლარის მიღების ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს. ბატონი ოლმერტის განცხადებით ეს ბიზნესმენი მართლაც აფინანსებდა მერიის მიერ წამოწყებულ ღონისძიებებს, რაც მისი ადვიკატის საშუალებით ხორციელდებოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით მიუხედავად იმისა რომ კანონით არ არის გათვალისწინებული, ის მაინც გადაგება თუ იუსტიციის მინისტრი ოფიციალურად წაუყენებს მექრთამეობის ბრალდებას.

XS
SM
MD
LG