ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში გუანტანამოს ბედი წყდება


გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის საპყრობილის ბედი შეერთებული შტატების კონგრესში წყდება.

შეერთებული შტატების მთავრობა საერთაშორისო და თავად ამერიკიდან მომდინარე ზეწოლის ქვეშ იმყოფება საპყრობილის არსებობის გამო. გუანტანამოს დაკავების ცენტრი 2002 წელს ტერორიზმში ეჭვმიტანილთათვის გაიხსნა. დებატები ამ საპყრობილის ფუნქციონირების გამო ბოლო რამდებნიმე თვის განმავლობაში ძალზე გააქტიურდა:

“შეცდომების გამოაშკარავების შემდეგ, მათი გამოსწორება გვევალება. ჩვენ ისეთი სისტემა უნდა შევიმუშაოდ, რომელიც იქ არსებული სიტუაციის გამოსწორებაში შეგვიწყობს ხელს. რომელიც კანონის უზენაესობას და იმას წარმოაჩენს, რომ ამერიკას არ ეშინია სიმართლის და პირიქით სიმართლის გამოაშკარავებას ცდილობს, რა სამარცხვინოც კი არ უნდა იყოს იგი ჩვენი ქვეყნისთვის”. განაცხადა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ბილ დილაჰანტმა.

გუანტანამოს საპყრობილედან ხუთასზე მეტი პატიმარი უკვე გაათავისუფლეს. მაგრამ ორას სამოცდაათზე მეტი ტყვე მათ წინააღმდეგ ბრალდების წაყენების გარეშე, წლების განმავლობაში იმყოფება იქ. ჯერ-ჯერობით სამხედრო ტრიბუნალის წინაშე მხოლოდ ერთი პატიმარი წარსდგა. შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ათეული ტყვე წარსდგება:

“ახლა ნათელია, რომ ზოგი უდანაშაულო ადამიანი სხვადასხვა ქაოტურ სიტუაციაში შეიძლება დამნაშავედ მივიჩნიოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შეცდომების გამოსააშკარავებლად და ეს შეცდომები უნდა ვაღიაროდ კიდეც”. განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დენა რორაბაჰერმა.

“ამერიკის საერთაშორისო იმიჯს ძალზე ვნებს ის, რომ გუანტანამოს საპყრობილე შეერთებული შტატების იურისდიქციას არ ექვემდებარება და ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ეს აგრეთვე ვნებს საერთაშორისო უშიშროებასა და ადამიანის უფლებების დაცვას”. აღნიშნა გუანტანამოს გლობალური სამარტლიანობის ინიციატივის წარმომადგენელმა ემი მაკლინმა.

ზოგ შემთხვევაში შეერთებული შტატები გუანტანამოს პატიმრებს მათ მშობლიურ ქვეყნებს გადასცემს ხოლმე, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები პირობას სდებენ, რომ ექსტრადირებულებს არ აწამებენ. კონგრესმენი დილაჰანტი ამბობს, რომ ზემოთქმული პრაქტიკა მას არ მოსწონს. მისი თქმით, ლიბიაში, ირანსა და ყაზახეთში პატიმრების წამება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

მთავრობის წარმომადგენლები კამათობენ, რომ საპყრობილის დახურვის შემთხვევაში მათ არ იციან თუ რა მოიმოქმედონ პატიმრებტან მიმართებაში. ერთ-ერთ გამოსავალს პატიმრების შეერთებული შტატების სახმედრო, გაძლიერებული დაცვის მქონე ციხეებში გადაყვანა წარმოადგენს.

მოელიან, რომ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო უახლოეს პერიოდში საბოლოოდ გადაწყვეტს გუანტანამოს ბედს.

XS
SM
MD
LG