ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად ვლადიმირ პუტინი დაამტკიცა


პარლამენტში დღეს წარმოთქმულ სიტყვაში პუტინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკაზე და განაცხადა რომ მისი პრიორიტეტია ინფლაციის შემცირებით ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება. პუტინმა იქვე დასძინა რომ ნავთობის ინდუსტრიისთვის გადასახადების შეკვეცას გეგმავს.

არაერთხელ ითქვა რომ იონოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური პირობების გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და განათლების განვითარება. დაამატა ახალმა პრემიერ მინისტრმა.

რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირობა დასდო რომ მისი პრეზიდენტობისას აქცენტი გაკთდება ეკონომიკის განვითარებაზე.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე სტივენ ჰედლი აცხადებს რომ თეთრი სახლი დარწმუნებულია რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

XS
SM
MD
LG