ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი პაკისტანში


პაკისტანში კამიკაძემ პოლიციის საგუშაგო ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ტერორისტი რიკშით მოძრაობდა როდესაც ის პოლიციის საგუშაგოზე გააჩერეს ქალაქ ბანუში და ამის შემდეგ მან თავი აიფეთქა.

ეს უკვე მეორე ტერაქტია მას შემდეგ რაც პაკისტანის ხელისუფლების სათავეში ახალი კოალიციური მთავრობა მოვიდა. ქვეყნის ახალმა ლიდერებმა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება სცადეს თალბთა ადგილობრივ ხელმძღვანელთან ბაითულა მესუდთან, მაგრამ მესუდმა უარი განაცხადა ავღანეთის მოსაზღვრე რაიონიდან თავისი ერთგული მეომრების გამოყვანაზე და სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია. დღესვე ფრონტისპირა სვატის რაიონში მოთარეშეებმა ორი პოლიციელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG