ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგადიშოში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს


სომალის დედაქალაქ მოგადიშოში უკვე მეორე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო. ხალხი იმითაც უკმაყოფილოა რომ ვაჭრები ძველი ფულის აღებაზე უარს აცხადებენ.

თვითმხილველთა განცხადებით ახალგაზრდებმა ქუჩებში ბარიკადები ააგეს და ქვები დაუშინეს სატრანსპორტო საშუალებებს. ორშაბათს უფრო მასობრივი საპროტესო გამოსვლების დროს სამთავრობო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს და სამი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG