ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული ქარიშხალი ბირმაში


ბირმის ხელისუფლების განცხადებით ტროპიკული ქარიშხალის მსხვერპლთა რიცხვმა 22 000 გადააჭარბა. 41000 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც შემოვა სრული ინფორმაცია ქვეყნის მივარდნილი რეგიონებიდან.

ტროპიკულმა ციკლონმა ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში გაჩნდა სასმელი წყლის და სურსათის დეფიციტი. დღეს რანგუნში საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა მეზობელი ტაილანდიდან. ბირმის სამხედრო მთავრობამ დახმარებისთვის მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას.

XS
SM
MD
LG