ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“სად არის ოსამა ბინ ლადენი”


ამერიკაში გადაღებული დოკუმენტური ფილმი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ჩატეხილი ხიდის განმრთელების მცდელობას ისახავს მიზნად. “მე ერთი რამ ვისწავლე ჰოლივუდის ფილმებიდან, რომ რთული გლობალური პრობლემების გადაწყვეტა ერთ ადამიანს ძალუძს”. ასე იწყებს ფილმის რეჟისორი და ნარატორი მორგან სპარლოკი. ფილმი ოსამა ბინ ლადენის კვალს მიჰყვება მაროკოდან პაკისტანამდე.

სპარლოკი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობს და ჩვეულებრივ ხალხს ესაუბრება. იგი ისლამისტური ექსტრემიზმის, სიღარიბის და არაბულ სამყაროში არსებული ამერიკის ნეგატიური იმიჯის საკითხებს იკვლევს:

“შეერთებული შტატები აღტაცებას იწვევდა ამ მხარეში. ახლა კი ასე აღარ არის. ხალხისგან ამის მოსმენა დეპრესიას იწვევს”. ამბობს ფილმის რეჟისორი.

იგი მაროკოს გეტოებს, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის სავაჭრო ცენტრებს, ავღანეთისა და პაკისტანის მთებს მოინახულებს. სრპარლოკი ასობით ადამიანს ესაუბრება ცხოვრებისეულ საკითხებზე და მათ მისწრაფებებზე. იგი ამბობს, რომ უმეტესობას მშვიდობა სწადია და არავითარ პატივს არ სცემს ოსამა ბინ ლადენს:

“ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას, თქვენ არმოაჩენთ, რომ უამრავი ხალხი თვლის, რომ ბინ ლადენმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ მან საზოგადოებაში ისლამის როლი გააძლიერა, ბინ ლადენმა მუსლიმებს ცხოვრების ისედაც გაუსაძლისი პირობები გაუუარესა”. ამბობს ნარატორი.

“თქვენ ამას ხედავთ და აღნიშნავთ, რომ ეს ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. მე ვერ წარმომიდგენია ბავშვების მსგავს ადგილას გაზრდა. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ბავშვები შეიძლება მსგავს ადგილას ცხოვრობდნენ და სკოლაში დადიოდნენ”. ამბობს ომით გაჩანაგებულ ავღანეთში მყოფი რეჟისორი.

ფილმში ავღანეთს მორგან სპარლოკი დიდ ყურადღებას უთმობს. იგი ამბობს, რომ 2001 წელს დასავლური კოალიციის მიერ ქვეყნის სათავეში მყოფი თალიბების გადაყენების შემდეგ ხალხი დიდ იმედს ამყარებდა მომავალზე:

“ახლა კი შვიდი წლის გავლის შემდეგ, ეს იმედი უიმედობაში გადაიზარდა”. ამბობს იგი.

დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც “სად არის ოსამა ბინ ლადენი” ეწოდება, ნათელს ხდის იმას, რომ ტერორისტის პოვნაც კი არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარებას:

“აქ არსებული უამრავი პრობლემა აიძულებს ხალხს, რომ ბინ ლადენს მიემხრონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამერიკელები რამის გაკეთებას ვცდილობთ, ჩვენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კურსი უნდა შევცვალოთ.

სპარლოკის ფილმი ახლო აღმოსავლეთის შესახებ ამერიკაში არსებული სტერეოტიპის შეცვლას ისახავს მიზნად. ფილმში ნაჩვენებია, რომ ახლო აღმოსავლეთის ხალხიც ისევე განსხვავებულად აზროვნებს, როგორც ამერიკელები.

XS
SM
MD
LG