ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში რწმენის თავისუფლება


შეერთებული შტატების მრჩეველთა საბჭო, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს იმ სახელმწიფოების სიის გაფართოებას მოსთხოვს სადაც რწმენის თავისუფლება ირღვევა.

ბირმის ბუდისტი ბერები 2007 წლის პროდემოკრატიულ გამოსვლებს ჩაუდგენ სათავეში. ორგანიზაცია “ჰიუმნა რაითს ვაჩის” მერ გადაღებულ, ამ მოვლენების ამსახველ ვიდეომასალას შეერთებული შტატების მრჩეველთა საბჭო ეცნობა. საბჭო ბირმას ადამიანის რწმენის უფლების ყველაზე უხეშ დამრღვევთა შორის მოიაზრებს. ამ სიაში საბჭოს აგრეთვე ჩინეთიც ჰყავს შეყვანილი, ნაწილობრივ ტიბეტში ბუდისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო.

შეერთებული შტატების მსოფლიოში რელიგიური თავისუფლებების ქომაგმა კომისიამ გამოაქვეყნა იმ თერთმეტი ქვეყნის სია, რომლებიც საბჭოს აზრით რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად იბრძვიან. ამ სიიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ რვა ქვეყანას აღიარებს რწმენის უფლების დამრღვევებად. კომისია დეპარტამენტს ოფიციალურ სიაში პაკისტანის, თურქმენეთისა და ვიეტნამის შეყვანასაც სთხოვს.

ცნობილია, რომ ვიეტნამში მთავრობა ბუდისტურ და პროტესტანთთა უმცირესობებს ავიწროვებს:

“კომისია უწყის იმას, რომ ვიეტნამში რწმენისთვის მრავალი ადამიანია დაპატიმრებული. ეს ხალხი საკუთარი რწმენის მიხედვით ცხოვრებას ლამობდა.”. ამბობს კომისიის წევრი ლიონარდ ლიო, რომელმაც გასულ წელს იმოგზაურა ვიეტნამში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ვიეტნამში ბოლო პერიოდში რწმენის თავისუფლების ფონი საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამიტომაც ვიეტნამის საკუთარ სიაში შეყვანას უძალიანდება.

საუდის არაბეთი ამ სიაში უკვე იმყოფება. საუდის არაბეთში ჩასვლის შემდეგ კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ელ-რიადი სიიდან ამოშლას ჯერ არ იმსახურებს. კომისიის ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მთავრობამ პირობა არ შეასრულა და რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერენტული პოლიტიკის განხორციელება არც უცდია. ელ-რიადს არც სასკოლო სახელმძღვანელოებში სხვა რელიგიების მომდევრების წინააღმდეგ სიძულვილისა და ზიზღის გამომხატავი ფრაზები ამოუღია.

კომისიამ აგრეთვე შეშფოთება გამოხატა ერაყში მოქმედი რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ ერაყში რელიგიური ტოლერანტობის ფონი შედარებით დამაკმაყოფილებელია:

“რელიგიური დაპირისპირების ძალადობაში გადაზრდის გამო, 2007 წელს კომისიამ ერაყზე დაკვირვების წარმოება დაიწყო. ერაყში შიიტურ და სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ქვეყნის მთავრობის სუნიტ და შიიტ მინისტრებს შორის დაპირისპირების გაღრმავება აღინიშნება. ასევე გაძლიერდა ქვეყნის უმნიშვნელო რელიგიური უმცირესობების შევიწროვებაც”. განაცხადა შეერთებული შტატების რელიგიური თავისუფლებების ქომაგმა კომისიის თავმჯდომარემ მაიკლ ქრომარტიმ.

სიტუაციის უფრო ნათლად გამოსააშკარავებლად, კომისიის წევრები მიმდინარე თვეს ერაყში ვიზიტს გეგმავენ.

XS
SM
MD
LG