ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა


გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ახალი მემარჯვენეების ოფისში ორთაჭალაში ჟურნალისტებს ფარული აუდიოჩანაწერები წარუდგინა, სადაც ცაგერის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი გიორგობიანი 3 მაისს საარჩევნო შტაბის სხდომაზე ავალებს გამგებლებს, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციის უფროსს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 80%-ის შეგროვებას მმართველი პარტიისთვის, წინააჭმდეგ შემთხვევაში ყველას სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა :

- ცაგერის რაიონში საბიუჯეტო ორგანიზაციებში 80%-ი მუშაობს. არ იქნება 80% ცაგერის რაიონში პარტიისთვის ხმა, კეთილი ინებეთ და 22 მაისს მიბრძანდით სახლებში, განუცხადა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა ვ,გიორგობიანმა ამომრჩევლებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისთვის ”საქართველო ნატოში” ხელმძღვანელს შალვა ფიჩხაძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ მთავარია, როგორი დამოკიდებულება ექნება აღნიშნული ,მსგავსი დარღვევებისადმი მოსახლეობას, ამომრჩევლებს...

ადამიანის უფლებების დამცველის, ნანა კაკაბაძის განცხადებით მსგავსი ფაქტი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც კრიმინალი.. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით ზემოაღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით არის გათვალისწინებული : არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე”. გაერთიანებული ოპოზიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG