ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გაკეთდა მშვიდობისთვის?!


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო, ყველაზე აქტუალურ პრობლემად ამ ეტაპზე, ისევ აფხაზეთის საკითხი რჩება. ბევრს საუბრობენ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის სხვადასხვა გზებზე, დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე, მაგრამ ვფიქრობთ წარმოუდგენელია გამოსავლის ძიება, თუკი გაანალიზებული არ იქნება უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომები და შესაძლებელია არა მხოლოდ შეცდომები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია რესპუბლიკური პარტიის წევრი ივლიანე ხაინდრავა, რომელთან ერთადდაც ვეცდებით გავაანალიზოთ უკანასკნელი 4 წელიწადი ამ მიმართულებით. რა შეცდომები დავუშვით მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების პროცესში და რა გაკეთდა მშვიდობისთვის?

ივლიანე ხაინდრავა – ჯერ იმას მოგახსენებთ რომ ხელისუფლების შეცვლა აქ და ხელისუფლების შეცვლა იქ, როდესაც მოვიდა სააკაშვილი და ბაღაფში, ამან სახარბიელო კლიმატი შექმნა. სხვათაშორის აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხარისხი არ უტლოდება ნულს, მათ იბრძოლეს, რომ პრეზიდენტად ყოლოდათ სწორედ ბაღაფში და არა ხაჯიმბა, რომელსაც პუტინი ლობირებდა. პირველი მესიჯები, რომელიც წავიდა თბილისიდან იყო სწორი, სააკაშვილმა რამდენიმე წინადადება აფხაზურადაც კი წარმოთქვა. პარლამენტმა არ გაუგრძელა უფლებამოსილება აფხაზურ დეპუტაციას. შეწყდა პარტიზანული მოძრაობა, რომელზეც აფხაზებს სერიოზული ალერგია ქონდათ. 2005 წლის 14 აგვისტოს საომარი მოქმედებების დასაწყისის დღეს, ირაკლი ალასანიამ გააკეთა ძალიან სწორი განცხადება, როდესაც თქვა რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც არასდროს არ უნდა გავიმეოროთ. ასევე, იმდროინდელი კონფლიქტების მოგვარების მინისტრი აქტიურ კავშირში იყო აფხაზურ მხარესთან. შემდეგ ჩემი აზრით არ ეყოთ მოთბინება, ალასანია გაუშვეს ნიუ იორკში, მოწყვიტეს ამ თემას, მოხსნეს ხაინდრავა და მოვიდა შემდეგი მინისტრი, რომელიც არავის არ ელაპარაკებოდა, არა თუ აფხაზებს. და იყო რა თქმა უნდა მოვლენები, მაგალითად კოდორის მოვლენა, რომლის შედეგადაც იმატა მილიტარისტულმა რიტორიკამ. ჩემის აზრით ამ ეტაპიდან დაიწყო კონტრპროდუქტიული პოლიტიკა და ამის შედეგად ჩვენ და აფხაზები ძალიან დავშორდით ერთმანეთს. გაფართოვდა ცარიელი სივრცე და ეს სივრცე მთლიანად დაიკავა რუსეთმა. უკანასკნელი 2 წელი არის უკუსვლა, რომლიდანაც გამოსავალი რთული მოსაძებნია, მაგრამ ტრაგედიას ვერ ვხედავ, უნდა ვიმუშავოთ ხელდაკაპიწებულებმა.

- დაგვიანებული არასდროს არ არის და იმედი ვიქონიოთ რომ ყველა დაშვებული შეცდომა გამოსწორდება და ყველანი ერთად შევძლებთ ამ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

XS
SM
MD
LG