ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეშფოთებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები თეირანისგან ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას მოითხოვენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით ირანის ბირთვული პროგრამით შეშფოთებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები თეირანისგან ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას მოითხოვენ.

სერგეი ლავროვის თქმით აუცილებელია ირანის ხელისუფლებას აუხსნან მოლაპარაკებაზე დათანხმების შემთხვევაში რა დივიდენდებს მიიღებს თეირანი.

ლავროვმა ეს კომენტარი ლონდონში ბრიტანეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, გერმანიის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით ამ 6 სახელმწიფოს წარმომადგენელთა შეხვედრაზე არ განუხილავთ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხი.

დასავლეთი ირანს ატომური ბომბის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG