ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების გაზრდის წინააღმდეგია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების გაზრდის წინააღმდეგია. კონდოლიზა რაისი ამ საკითხის განხილვას რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გეგმავს, რომელთანაც მოლაპარაკებას გამართვას ლონდონში კოსოვოს და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე.

საქართველოს საკითხის გამწვავება რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია რომელმაც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ გააკეთა განცხადება.

კონდოლიზა რაისის განცხადებით:” რუსეთი სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა ამ ქვეყნის ბოლოდრინდელმა ნაბიჯებმა რუსეთ საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ამიტომ საჭიროა ამ ორ ქვეყანას შორის კონტაქტების განახლება. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რეგიონში დამატებითი ძალების შეყვანით და რუსებს და ქართველებს ვაფრთხილებთ რომ დაუშვებელია კონფლიქტურ ზონაში უმართავი სიტუაციის შექმნა.”

კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა.

XS
SM
MD
LG