ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების სჯერათ


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციამ , რომელიც თბილისში 28 აპრილს ჩამოვიდა, წინასაარჩევნო მონიტორინგი დაასრულა და დღეს საზოგადოებას დასკვნა გააცნო. დასკვნაში ყურადღება ძირითადად ხალხის ნდობის განმტკიცების გზებზეა გამახვილებული, ასევე საარცევნო ადმინისტრაციის და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაზე. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით საზოგადოებაში საარცევნო პროცესისადმი ნდობის განმტკიცების მიზნით ღონისძიებები უნდა გატარდეს. და ტარდება კიდეც! ასეთი აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს ელექტორატს შეიძლება არც ახსოვს, არის შემთხვევები, როცა სააგიტაციო შეხვედრები ხელჩართულ ჩხუბში გადადის, სერიოზული ტრავმებით მთავრდება..

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ ცსკოს შენობაში შესვლა სცადა, ამ ცდას საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ ცსკოს შენობაში 30-მდე სპეცრაზმელი შეიყვანეს. გაერთიქნებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ცსკოს თავმჯდომარეს, ლევან თარხნიშვილს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. ამ აქციაში ცსკოს შენობასთან მონაწილეობა არ მიუღია რესპუბლიკელებს. რა მიზეზით არ მიუღია რესპუბლიკელებს მონაწილეობა ? - ამ კითხვაზე ლევან ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ამ აქციის არსი არ ესმის, არავის მოუწოდებია რესპუბლიკელებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ. ლ.ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ყველას აქვს თავისი მეთოდი არჩევნებში მონაწილეობის, მისი მეთოდია - ხალხთან შეხვედრები. თვლის, რომ ლ.თარხნიშვილი იქნება ცსკოს თავმჯდომარე, თუ სხვა, ეს არაფერს ცვლის და სჯერა არჩევნებში გამარჯვების.

XS
SM
MD
LG