ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული პრესა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე


ნიუ იორკ თაიმსი, 1 მაისი, 2008

გუშინ, 30 აპრილს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააპროტესტა რუსეთის მოქმედება აფხაზეთთან მიმართებაში და რუსეთის ხელისუფლებას და დამატებითი ჯარების გადასროლის გამო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვართან მოსკოვს ბრალი დასდო დაძაბულობის ესკალაციაში.

ბრიუსელში, ალიანსის 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები რუსეთის წარმომადგენელს ნატოში, ბატონ დიმიტრი როგოზინს შეხვდნენ. ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის აზრთა მწვავე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ნატოს სპიკერმა დასძინა, რომ აფხაზეთში დამატებითი ჯარების გაგზავნა სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას არ უწყობს ხელს. ამასთან, ალიანსი ერთხმად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

დასავლელი დიპლომატები ეჭვობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე “ძველი კონფლიქტების” ხელახლა გაღვივებით, მოსკოვმა შესაძლოა მიაღწიოს საქართველოში დესტაბილიზაცის შექმნას, იმდენად, რომ ნატოი გაწევრიანება საერთოდ შეუძლებელი გახდეს თბილისისთვის. ნატოს წარმომადგენელმა ბატონმა აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე რუსი ჯარების რაოდენობის გაზრდა არღვევს 1994 წლის შეთანხმებას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა კი აცხადებს, რომ ჯარების რაოდენობის გაზრდა რომც ყოფილიყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთი ნაბიჯი მაინც ტოვებს დაძაბულობის მატების შტაბეჭდილებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა სერგეი ლავროვმა ქართულ მხარეს ბრალი დასდო კონფლიქტის ძალით დარეგულირების ჩანაფიქრში. “ქართული მხარე პირდაპირ და საიდუმლოდ უჭერს მხარს შეიარაღების მობილიზებას კონფლიქტის ზონაში”- ლუქსემბურში, ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამ ბრალდებას უარყოფს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული, ბატონი დავით ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG