ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ერაყში


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის ფინანსურ რაიონში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 9, ხოლო დაშავდა 20 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, ბომბი ამერიკელთა პატრულის შორიახლოს აფეთქდა.

ამ ფონზე, გუშინ ბაღდადის სადრის რაიონში მომხდარი შეტაკებისას 8 ადამიანი დაიღუპა. მარტის შემდეგ, ერაყის დედაქალაქში ძალადობა მატულობს. აპრილი ყველაზე სისხლიანი თვე იყო სექტემბრის შემდეგ. განსაკუთრებით სადრის რაიონში ერაყელმა და ამერიკულმა ჯარებმა სპეც. ოპერაციები გაატარეს შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. სადრის რაიონი, შეგახსენებთ, რომ რადიკალური სასულიერო ლიდერის მოქტადა ალ სადრის მხარდამჭერების მიერ გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენს.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ბაღდადში კოალიციის ძალებმა 27 მეამბოხე გაანადგურეს, ბომბის აფეთქების შედეგად კი 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG