ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა პროცედურა დაარღვია


პოლიტიკური კლიმატი საქართველოში და მის საღვართან შემდეგია : აფხაზეთში მოსკოვმა 3 ათას კაციანი დამატებითი ქვედანაყოფი შეიყვანა, რომელიც 4 მიმართულებით გადანაწილდა, რუსმა სამხედროებმა მაღალი საცეცხლე წერტილები დაიოკავეს. მძიმე ტექნიკა სოხუმის ქუჩებშიც გამოჩნდა..

რუსეთს არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ დაურღვევია და კონფლიქტის ზონაში მანდატით გათვალისწინებულზე მეტი სამსვიდობო არ შეუყვანია - აცხადებს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო და ამაში მას თბილისის ეთანხმება, რერთი შენიშვნა რომ არა. დამატებითი კონტინგენტის შეყვანის თაობაზე მოსკოვს თბილისისთვის უნდა ეცნობინებინა, თუ მოსკოვს კანონიერებაზე აქვს პრეტენზია.

შექმნილ ვიტარებასთან დაკავშირებით ”ამერიკის ხმამ” რამდენიმე კითხვით საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს საერთაშორისო საკითხებში დავით ბაქრაძეს მიმართა. დავით ბაქრაძის თქმით ”... ის რაც ხდება დღეს აფხაზეთში, როცა ყველამ ვიხილეთ დღეს კადრები როგორ შედიოდა რუსული მძიმე ტექნიკა აფხაზეთში, ჩვენ მიერ ვერ იქნება შეფასებული სხვანაირად, თუ არა სამხედრო აგრესიის პროცესის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სამართლებრივად ჰქონდა უფლება გაეზარდა სამშვიდობოების რაოდენობა, არსებობს პროცედურა, რომლის დაცვის გარეშე მათ ამის უფლება არ გააჩნდათ. ეს პროცედურა გულისხმობს ქართული მხარის წინასწარ ინფორმირებას ამ გადაწყვეტილების თაობაზე და ქართული მხარის, როგორც მიმღები სუვერენული სახელმწიფოს თანხმობას შეიარაღებული პერსონალის განლაგებაზე. ასეთი თანხმობა მათ არა აქვთ...’.

XS
SM
MD
LG