ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ დაპირისპირებას 7 კაცის სიცოცხლე შეეწირა


ავღანეთის უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის მომხდარ შეტაკებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დრეს ქაბულში უშიშროების ძალებსა და პრეზიდენტ კარზაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ შეიარაღებულ პირებს შორის მომხდარ გააფთრებულ შეტაკებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, შეტაკებას ხუთი შეიარაღებული პირისა და ორი უშიშროების თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრძოლა მაშინ გაჩაღდა, როდესაც უსიშროების ძალებმა ქაბულის მიყრუებულ უბანში მდებარე თალიბების ბუნაგს მიაგნეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა მაშინ დასრულდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა თავი აიფეთქეს. თალიბების პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტ კარზაის წინაარმდეგ გასულ კვირა დღეს მოწყობილ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG