ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ხდება თბილისსა და მოსკოვს შორის? შალვა ფიჩხაძის კომენტარი


დღეს რუსული ვებ-საიტები აჭრელებულია სატაურებით : მზადება კავკასიური ომისთვის სწრაფი ტემპით მიმდინარეობს! აფხაზეთი მზად არის რუსეთთან სამხედრო შეთანხმებას მოაწეროს ხელი! რუსეთი მზად არის ომისთვის საქართველოსთან! - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეო ლავროვი და არ უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დამატებითი სამშვიდობო კონტინგენტი შეყავს რაც. ლავროვის თქმით არცერთ შეთანხმებას არ ეწინააღმდეგება. რამდენად სერიოზულია შექმნილი დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს შორის ? - არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო ნატო-ში” ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე მწუხარებას გამოთქვამს , რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო დაბლა მიექანება და ამის შეჩერების ვერავითარ მცდელობას იგი ვერ ხედავს. მისივე თქმით : - ქართული სახელმწიფო გაცილებით უფრო ძლიერია თავისი ყველანაირი რესურსით, ვიდრე აფხაზეთის ხელისუფლება. მაგრამ... ყვალასათვის ცნობილია, რომ ეს არ იქნება ომი სოხუმის ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს იქნება ომი რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთი როგორც 1992-93 წლებში ჩაერთო ომში, ისე მიიღებს მონაწილეობას.. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი საომარი მოქმედებების შემთხვევაში შესაძლებელია ენგურს აქეთ გადმოვიდეს საომარი მოქმედებები. ასეთი ომების წარმოების მეთოდები აჩვენებენ, რომ ისინი კონკრეტული ტერიტორიით არ შემოიფარგლება და ვრცელდება ტერორისტული აქტების სახით გაცილებით მეტ ტერიტორიებზე...ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდეს ასეთ ავანტურაში საკუთარი ხალხის ჩაგდება...
XS
SM
MD
LG