ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში და ბრაუნი ირანის წინააღმდეგ ერთობლივ სტრატეგიაზე მსჯელობენ


თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკეს, რათა ამ ქვეყანამ ვერასოდეს შესძლოს ბირთვული იარაღის დაუფლება. პრეზიდენტმა ბუშმა განუმარტა დამსწრე საზოგადოებას თუ რატომ მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭო ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას:” თუ ირანელები ურანის გამდიდრების პროცესს ბოლომდე აითვისებენ მაშინ ისინი ბირთვული იარაღის დაუფლებასაც შესძლებენ. ირანელები გვეუბნებიან რომ მათი ბირთვული ამბიციები მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება, თუ ეს სიმართლეა მაშინ რაში სჭირდებათ მათ ურანის გამდირების საიდუმლო პროგრამა.” პრეზიდენტ ბუშის განცხადებით თუ ირანის მთავრობა ბირთვული საწვავის გამდირების სრულ პროცესს აითვისებს ჩვენ ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას რომ ამ ცოდნას შემდეგ სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. ამის გამო შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და გაეროს უშიშროების საბჭო ირანისგან ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას მოითხოვენ. თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა აღნიშნა რომ ლონდონი მხრას უჭერს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას:” ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრია მაგრამ ის საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს თავის ჭეშმარიტ მიზნებს. ამიტომ ჩვენ ევროპელ ლიდერებთან ერთად ვმუშაობთ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ. ამჟამად ამ სანქციებმა თავისი შედეგი გამოიღო და ირანში ინფლაციის მაღალი დონე გამოიწვია.” პრეზიდენტ ბუშის განცხადებით საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს იღონებს რათა ირანი აიძულოს შეცვალოს დღევანდელი პოლიტიკური კურსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ირანელებს რომ მათ არასოდეს მისცემენ ბირთვული იარაღის დაუფლების საშუალებას. ახლა დადგა ჟამი როდესაც ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ ქვეყნიდან მომავალ საფრთხეს. ჩვენ გვჯერა რომ ამ პრობლემის მოგვარება დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
XS
SM
MD
LG