ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას აშფოთებს ირანიდან მომავალი მუქარა


ამერიკას აშფოთებს ირანის რეჟიმისგან მოდინარე სხვადასხვა სახის მუქარა. შეერთებული შტატების სენატის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საერთასორისო უშიშროებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის დარგში პატრიშა მაკნირნიმ ამ სასიშროების შესახებ ისაუბრა: “თეირანის რადიკალური რეჟიმი, იმ სამუშაოების წარმოებით, რომლებიც მას ბირთვული იარაღის მოპოვების სშესაძლებლობას უსახავს, რეგიონალურ და საერთაშორისო უშიშროებას უქმნის საფრთხეს. აშკარაა, რომ ეს რეჟიმი ერაყსა და ავღანეთში მოქმედ ტერორისტებსაც უმართავს ხელს. რეგიონში ირანის ექსპანსიონისტური ამბიციები იზრდება და თეირანი ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას არაფრად აგდებს”. აღნიშნა მაკნირნიმ. “ირანში ადამიანის უფლებები წამდაუწუმ ირღვევა და ეს ფონი სულ უფრო და უფრო უარესდება. ირანის რეჟიმი რეგულარურად აწამებს და სხვა არაჰუმანურ ქმედებას სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. თეირანი ადამიანის კუთვნილ პრესის, რელიგიისა და თავყრილობის მოწვევის თავისუფლებებს ზღუდავს”. განუცხადა სენატს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფილტმანმა. ირანის რეჟიმი უნივერსიტეტების ლიბერალურად მოაზროვნე პროფესორების წინააღმდეგაც ილაშქრებს. აპატიმრებს და დევნის დისიდენტებს, ჟურნალისტებს, პროფსაბჭოების ლიდერებსა და ქალტა უფლებების მოპოვებისთვის მებრძოლ აქტივისტებს. თეირანი ხურავს დამოუკიდებელი პრესის ორგანოებს, კონფისკაციას უხდენს სატელიტურ თეფშებს და ინტერნეტის მომხმარებლებს დევნის. ყველაფერი ეს ინფორმაციაზე კონტროლის დასამყარებლად კეთდება. აღნიშნა ბატონმა ფილტმანმა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი მრავალ პრობლემას გვიქმნის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ირანელ ხალხს. შეერთებული შტატები ირანელი ხალხის გვერდზე იდგება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG