ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას, ქალისა და მისი ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა


პალესტინელთა მხარე აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას, ქალისა და მისი ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, დღეს ღაზას სექტორში მდებარე დაბა ბეით ჰანუნში ისრაელის არმიის ტანკმა ჭურვი ესროლა საცხოვრებელ სახლს, სადაც ქალი და ბავშვები სასაუზმოდ ემზადებოდნენ. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ტანკები დაბაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც მათ პალესტინელი შეიარაღებული პირები შენიშნეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ინციდენტში ჰამასი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტანკები ჰამასის მიერ ისრაელისთვის რაკეტების დაშენას ეპასუხებოდნენ. ჰამასი კი შურისძიებით დაიმუქრა, და განაცხადა, რომ გააგრძელებს რაკეტების მეშვეობით ისრაელის დაბომბვას.

XS
SM
MD
LG