ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1983 წლის 18 აპრილს ასაფეთქებელით სავსე ავტომობილი ბეირუთში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს შეაჯახეს


აფეთქებას სამოცზე მეტი ადამიანის, მათ შორის საელჩოში მომსახურე ჩვიდმეტი ამერიკელის და ოცდათხუთმეტი ლიბანელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა დაახლოებით ას ოცი კაცი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მოწყობილი დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ცერემონიის მსვლელობისას, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პატივი მიაგო ტერაქტის მსხვერპლთ:

“ჩვენ თანამოქალაქეებს, რომელთა ნაწილიც ახლა აქ იმყოფება, ისეთი მზიმე სამუშაოს შესრულება მოუწიათ, რომლის შესრულებასაც ვერვის სთხოვ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ეს გააკეთეს. მათ კოლეგების გავამები გამოჰქონდათ ნანგრევებიდან, ჭრილობებს უხვევდნენ დაჭრილებს და დაღუპულების ამოცნობას აწარმოებდნენ. ისინი დაღუპულების ოჯახებსაც ურეკავდნენ და მათი დაღუპვის მძიმე ამბავს ატყობინებდნენ. ამ ხალხს ერთი წუთითაც კი არ მიუტოვებია პოსტი”. აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ამ ტერაქტიდან რამდენიმე დღის სემდეგ ტერორისტებმა მეორე თავდასხმა განახორციელეს. 1983 წლის 23 აპრილს მათ ლიბანსი დისლოცირებული ამერიკელი და ფრანგი სამხედროების ბარაკებთან მოაწყეს აფეთქება. ამ ტერაქტს ორას ორმოცდაერთი ამერიკელი და ორმოცდათვრამეტი ფრანგი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა სამოცდათხუთმეტი ადამიანი.

1984 წლის 20 სექტემბერს ამერიკის საელჩოსტან განხორციელებულ თავდასხმას საელჩოს ცხრა თანამსრომლის სიცოცხლე შეეწირა:

“1983 წლის ტერაქტის შემდეგ, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა განაცხადა, რომ დიპლომატების წინააღმდეგ განხორციელებული ეს კრიმინალური თავდასხმა, რეგიონში მსვიდობის დამყარების საქმისათვის ამერიკის თავდადებას ვერ შეარყევს და რომ ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენის აზრით სასიკეთოა ამ მიზნის მისაღწევად. ახლა ოცდახუთი წლის შემდეგ, მთელს მსოფლიოში მომსახურე ათასობით ამერიკელი რეიგანის ამ სიტყვების სიმართლეს აღიარებს”. სთქვა ქალბატონმა რაისმა.

მან გააგრძელა, რომ ლიბანის ხალხი და ქვეყნის ლიდერები, მოკლული პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის ჩათვლით, დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ ომის მიერ მოტანილ უბედურებებს:

“ეს მიუღებელი უნდა იყოს ყველა ერისთვის და ეს ნამდვილად მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ლიბანის ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩენ სავსებით ვუჭერთ მხარს სუვერენულ, დემოკრატიულ და წარმატებულ ლიბანს”. აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG