ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა სადაზვერვო მონაცემების შედეგები გამოაქვეყნა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები ახალი სადაზვერვო მონაცემების გამოქვეყნების გამო, რომლის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სირიას ეხმარებოდა ბირთვული რეაქტორის აშენებაში.

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორის მუჰამედ ელ-ბარადეის განცხადებით ბუშის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა ამ ინფორმაციის გამომზეურებისგან თავის შეკავების შესახებ. მან ასევე დაგმო ისრაელის მიერ შარშან სექტემბერში სირიაში მშენებარე ატომური რეაქტორის დაბომბვა.

ბუშის ადმინისტრაციის მტკიცებით სირია ამ ატომურ რეაქტორს სამშვიდობო მიზნებისთვის არ აშენებდა. სირიის ელჩმა შეერთებულ შტატებში ბაშარ ჯაფარის უარყო ეს ბრალდებები.

XS
SM
MD
LG