პაკისტანის პოლიცია აცხადებს რომ დღეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის, მარდანის პოლიციის განყოფილებასთან განხორციელებულმა თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პაკისტანში მოქმედი თალიბების განცხადებით აღნიშნული ტერაქტი ერთი კვირის წინათ პოლიციის მიერ მათი ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის საპასუხო შურისძიება იყო.. მიუხედავად ამისა თალიბები არ დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც პაკისტანის ახალმა ხელისუფლებამ თალიბთა ლიდერთან ბაითულა მესუდთან დადო..
როგორც ესოშიეითიდ პრესი იტყობინება პაკისტანის თალიბთა წარმომადგენელმა რომ დღევანდელი ტერაქტი დაგეგმილი იყო მეჰსუდის მიერ ბრძანების გაცემამდე რამდენიმე დღით ადრე.