ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეიდი ქალაქ ჰარარეში


ზიმბაბვეს პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში, ჰარარეში განლაგებული ოპოზიციური პარტიის, სახელწოდებით ”დემოკრატიული ცვლილების” შტაბზე რეიდი განახორციელა.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პარტიის წევრები არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ დაკავებულთა შორის არიან პარტიის ის დაშავებული მხარდამჭერები, რომლებმაც შტაბს შეაფარეს თავი მმართველი პარტიის მიერ მათზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ..

დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

ზიმბავეში დაძაბულობა მატულობს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო.

პარტია დემოკრატიული ცვლილების წევრები დაჟინებით მოითხოვენ გამოაცხადონ არჩვენებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა. ისინი დარქმუნებულები არიან რომ არჩევნებში მორგან ცვანგირაიმ გაიმარჯვა.

საარჩევნო კომისიის მიერ ქვეყნის სხვადახვა რეგიონებში მიმდინარეობს ხელმეორედ ხმების დათვლა. შეერთებული შტატების საგანეგებო წარმომადგენელმა აფრიკაში ჯენდაი ფრეიზერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ შედეგები ადასტურებს რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG