ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველადი  საპრეზიდენტო არჩევნები  პენსილვანიაში


დღეს პენსილვანიაში პირველადი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც ჰილარი კლინტონმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს წარმატებას, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ჰილარი კლინტონს ამ შტატში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, საიდანაც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ყველაზე ბევრ დელეგატს აირჩვენ. წარმატების შემთვევაში კლინტონი შესაძლოა დაეწიოს ბარაქ ობამას დელეგატთა რაოდენობით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ჰილარი კლინტონი უსწრებს თავის მეტოქეს პენსილვანიის შტატში, თუმცა ბარაქ ობამას ამ სხვაობის შემცირების იმედი აქვს. თუ ჰილარი კლინტონი პენსილვანიაში გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწევს მაშინ ის ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება რათა მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

XS
SM
MD
LG