ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის სადრის რაიონში 5 მეამბოხე გაანადგურეს


ამერიკელი სამხედროების განცხადებით მათ ბაღდადის სადრის რაიონში 5 მეამბოხე გაანადგურეს. ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ორი მეომარი აპაჩის ტიპის შვეულმფრენიდან დახოცეს. დანარჩენი სამი კი ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაცხრილეს.

უკანასკნელ ხანს მკვეთრად გაიზარდა დაძაბულობა ბაღდადის ამ რაიონში, რომელიც შიიტთა სულიერი ლიდერის მოხტადა ალ-სადრის მთავარი დასაყრდენია.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ გასულ თვეს შიიტური მილიციის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიში წამოიწყო.

ამასობაში ალ-ყაიდას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აიმან ალ-ზავაჰირიმ ისლამურ ვებ გვერდზე ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ერაყში მიმდინარე ჯიჰადის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG