ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული უპილოტო თვითმფრინავი აფხაზმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით აფხაზეთში ქართული უპილოტო სადაზვერვი თვითმფრინავი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევით იმყოფებოდა. რუსი სამხედროების მტკიცებით თვითმფრინავი აფხაზმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

გაეროს უშიშროების საბჭო უახლოეს ხანში აფხაზეთში საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების პრობლემას განიხილავს.

დიპლომატიური წრეებიდან გამოჟონილი ინფორმაციით უშიშროების საბჭომ შესაძლოა აღნიშნული საკითხი ოთხშაბათს განიხილოს.

საქართველომ რუსეთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით მას ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას აგრესიული გამოხდომების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG