ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასმა შესაძლებელია ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას  დადოს


შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერებმა მას უთხრეს, რომ ორგანიზაცია ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზად იქნება, იმ შემთხვევაში თუ ასეთ გადაწყვეტილებას პალესტინელთა შორის ჩატარებული რეფერენდუმი დაუჭერს მხარს. დღეს იერუსალიმში სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა კარტერმა აღნიშნა, რომ ჰამასი პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ ისრაელთან მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის ძირის გამოთხრას არ აპირებს. ჰამასი ბატონი აბასის მოძრაობა ფატასთანაა დაპირისპირებული.

ბატონი კარტერი ჰამასის ლიდერებს ეგვიპტეში და სირიაში შეხვდა. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ბატონი კარტერის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჰამასს ეს ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ღაზას სექტორის ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებისას ჰამასის რამდენიმე წევრი მოკლეს.

XS
SM
MD
LG