ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს რომ თეირანს ატომური ბომბის განვითარება სურდეს


ირანმა კიდევ ერთხელ უარყო ამერიკელთა და ბრიტანელთა ბრალდებები თითქოს თეიარანს ატომური ბომბის შექმნა სურს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა გაეროს წარმომადგენლის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ოლი ჰაინონენი თეირანში ორშაბათს ჩავა და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით მისთვის უცნობია ირანის ბირთვული პროგრამის ჭეშმარიტი მიზნები. გაეროს უშიშროების საბჭომ ეკონომიკური სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგ, სანამ ეს ქვეყანა არ დათანხმდება შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამის მუშაობა.
XS
SM
MD
LG