ნეპალმა პოლიციის და არმიის ქვედანაყოფების მობილიზება მოახდინა ოლიმპიური ჩირაღდნის მარშუტის რაიონში. ნეპალის პოლიცია ცეცხლს გაუხსნის ანტი-ჩინური საპროტესტო აქციების მონაწილეებს, თუ ისინი რაიმე ძალადობას მიმართავენ. ჩინელი ალპინისტები ოლიმპიური ჩირაღდნის ატანას მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე აპირებენ. ევერესტზე ასვლა პირველიდან ათ მაისამდეა გათვალისწინებული. ამ დროის განმავლობაში სხვა ქვეყნების მთასვლელებს აკრძალული ექნებათ მეორე ბანაკიდან ასვლა, რომელიც ევრესტის კალთებზე 6500 სიმაღლეზე მდებარეობს. ამასობაში ავსტრალიის ხელისუფლება კანბერაში ბარიკადების აგებით არის დაკავებული ოლიმპიური ჩიარაღდნის მარშუტზე მოსალოდნელი საპროტესტო დემონსტრაციების გამო. ტიბეტის დამოუკიდებლობის მომხრეებმა შესაძლოა კანბერას ქუჩებში ათი ათასამდე ადამიანი გამოიყვანონ. ოლიმპიურ ჩირაღდანი ავსტრალიის დედაქალაქში ხუთშაბათს ჩაიტანენ მალაიზიიდან.
ნეპალი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს ოლიმპიური ჩირაღდნის გადაადგილების რაიონში
პოპულარული
1