ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმი   იმუქრება


აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც 24 საათში უნდა დაკმაყოფილდეს. ბაღაფშის განცხადებით, იმ შემთხვევაშიო თუ ქართული მხარე ზუგდიდის რაიონიდან და კოდორის ხეობიდან გადაყვანილ დამატებით სამხედრო კონტინგენტს არ გაიყვანს, აფხაზეთის ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგავს : გალის და კოდორის ხეობის ქვედა ზონაში საკუთარ შეიარაღებულ შენაერტებს შეიყვანს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა , თქვა რომ მზად არის ჩავიდეს სოხუმში, შეხვდეს ბაღაფშს, კიდევ ერთხელ ისაუბროს თბილისის სამშვიდობო ინიციატივებზე. თემურ იაკობაშვილი იგივეს კოკოითის სთავაზობს, მზად არის მასთან შესახვედრად, მსალაპარაკებლად შეხვედრაზე კოკოითსა და მიხეილ სააკაშვილს შორის...

როგორც თავად მოისმინეთ, შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველოს იმედი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის. აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ევროპას საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ნაბიჯების დაგმობისკენ მოუწოდა. ჯონ მაკკეინის მოწოდების შესახებ კომენტარისთვის კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილს მივმართე, რომელმაც თქვა, რომ ეთანხმება სენატორ მაკკეინის მოწოდებას. მისივე თქმით „ რუსეთის მიერ გადაგმული ნაბიჯები მეტყველებს კონფლიქტური რეგიონების ანექსირების ლეგალიზაციაზე : ეს პროცესი არის მხოლოდ დასაწყისი, რუსეთს სურს საქართველო ჩიხში მიაყენოს, უარი ათქმევინოს ნატოს წევრობაზე. მაკკეინის განცხადება დროულია, საქართველომ უნდა იგრძნოს საერთაშორისო თანამეგობრობის რეალური მხარდაჭერა“.

რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობისაგან? რამდენად რეალურია სამხედრო დაპირისპირების საფრთხე შექმნილ ვითარებაში? „ამერიკის ხმის“ კითხვებზე თემურ იაკობაშვილი პასუხობს,რომ ის, რაც 90-ან წლებში მოხდა, მეორედ ამას არავინ დაუშვებს.

XS
SM
MD
LG