ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება რომის პაპის ბენედიქტე მე-XVI-ის ოფიციალური ვიზტი აშშ-ში


პრეზიდენტმა ბუშმა რომის პაპი თეთრ სახლში მიიღო. კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ვიზიტი აშშ-ში ექვს დღეს გაგრძელდება. რომის პაპი ღია ცის ქვეშ ჩაატარებს მესას ვაშინგტონში და ნიუ იორკში. სიტყვით მიმართავს კათოლიკური უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლებს. მოინახულებს ადგილს სადაც სავაჭრო ცენტრის შენობები იყო განლაგებული ნიუ იორკში. მაგრამ როგორც ექპერტებს მიაჩნიათ , მათ შორის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორს კათოლიკე მღვდელს მამა თომას რისს რომის პაპის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც პარასკევს გაეროში მისი სიტყვით გამოსვლა იქნება:

რომის პაპის სიტყვის მთავარი თემა იქნება ის რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ უნდა იმართებოდეს ფულითა და ძალაუფლებით. ამის ნაცვლად ამ ურთიერთობების წარმართველ მექანიზმად უნდა მოიაზრებოდეს ეთიკური პრინციპები და მორალური ფასეულობები. მის სიტყვაში იგი შეეხება მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხს. როგორც ვფიქრობ იგი გაიმეორებს იოანე -პავლე მეორის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ ვერ დამყარდება დედამიწაზე მშვიდობა სამართლიანობის გარეშე, ხოლო სამართლიანობას ვერ მივაღწევთ ურთიერთშერიგების გარეშე. ანუ მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ჭირდება მშვიდობა, სამართლიანობა და ურთიერთ შერიგება.

საყოველთაოდ მიიჩნევენ რომ ამ ვიზიტის მეშვეობით ამერიკული საზოგადოება უფრო ახლოს გაიცნობს რომის პაპს ბენედიქტე მე-XVI-ეს. აი რა მოსაზტრევბა გამოთქვა ჩვენთან საუბარში ამის თაობაზე ბენედიქტე მე-XVI-ის ბიოგრაფიის ავტორმა ჯონ ალენმა:

აწმყო რომის პაპის პიროვნებას საინფორმაციო საშუალებებში არ აშუქებენ ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა იოანე პავლე მეორის დროს რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს რომ თუ არა ხარ კარგად გათვითცნობიერებული კათოლიკური ეკლესიის შინაგან საქმეებში, პრაქტიკულად ბევრი არაფერი იცი ბენედიქტე მე-XVI-ეს შესახებ, აქედან გამომდინარე ამერიკულ საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ეძლევა რომის პაპის ვიზიტის სახით რათა ბენედიქტე მე-XVI-ის გაიცნოს.

სანამ მოხდებოდა მისი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარად აღსაყდრება ბენედიქტე მე-XVI ცნობილი იყო როგორც კარდინალი იოზეფ რატცინგერი, რომელიც 25 წლის განმავლობაში იღწვოდა რათა კათოლიკური ეკლესიის ტრადიციული პოზიცია ყოფილიყო შენარჩუნებული. მასაჩუსეტში ამაღლების სახელობის კოლეჯის პრეზიდენტს ფრანჩესკო სიზარიოს რომელიც პირადად იცნობს რომის პაპს მიაჩნია რომ პირად ცხოვრებაში ბენედიქტე მე-XVI განსხვავდება იმ სტერეოტიპისაგან რომელიც საინფორმაცვიო საშუალებებში იქმნება მასზე.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის რომ ბენედიქტე მე-XVI ძალზე თავმდაბალი ადამიანია. და ეს მაშინ როდესაც საყოველთაოდაა ცნობილი მისი თეოლოგიური განათლება, ინტელექტუალური დონე და ის ფაქტი რომ იგი კათოლიკური სამყაროს წინამძღვარია. პირად ურთიერთობაში იგი არაჩვეულებრივ სითბოსა და მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენს. სამწუხაროდ მისი პიროვნების ეს მხარე პრაქტიკულად არ შუქდება საინფორმავიო საშუალებებში.

ამერიკაში ვიზიტის დროს მოელიან რომ რომის პაპი შეეხება ისეთ დელიკატურ საკითხებს როგორიც არის აბორტი, კონტრაცეპტივების მოხმარება და კათოლიკურ ეკელსიაში მღვდელთა რაოდენობის სულ უფრო შემცირებას. უნდა აღინიშნოს რომ დღეს რომის პაპს დაბადებიდან 81-ე წლისთავი შეუსრულდა, ხოლო შაბათს აღინიშნება მისი რომის პაპად აღსაყდრებიდან მესამე წლისთავი.

XS
SM
MD
LG