ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში 2025 წლისთვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიის შემცირებისკენ მოუწოდებს


პრეზიდენტმა ბუშმა გლობალური დათბობის მთავარი გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლის ვადა დასახა:

“დღეს მე ახალ ეროვნულ მიზანს, 2025 წლისთვის შეერთებულ შტატებში სათბური გაზების ემისიის შემცირებას ვსახავ”. აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბატონი ბუში ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, შეერთებული შტატები ალტერნატიული სუფთა ენერგიის წყაროების შემუშავებას უჭერს მხარს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ელექტროსადგურებს 15 წელიწადში ძალუძს სათბური გაზების ემისიის შემცირება:

“თუ კლიმატის ცვალებადობასთან სერიოზულად გვსურს დაპირისპირება, მაშინ ჩვენ საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ისეთი ახალი კანონების შემოღებას შევძლებთ, რომლებიც ადექვატური ზომების განხორციელების საშუალებას მოგვცემს, სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად ჩვენ ამერიკას ახალ სწორ მიმართულებას დავუსახავთ”. სთქვა ბატონმა ბუშმა.

პრეზიდენტმა გლობალურ დათბობასთან მიმართებაში საკუთარი ადმინისტრაციის მიდგომა დაიცვა. მან განაცხადა, რომ ადმინისტრაცია საკითხს რაციონალურად და დაბალანსებულად უდგება. ეს კი ის გზაა, რომელიც შეერთებული შტატების გარემოსა და ამავე დროს ეკონომიკის დაცვას ემსახურება.

პრეზიდენტის თქმით, კონგრესთან ერთად იგი საწვავის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე იღწვის.

თუმცა აღნიშნა ბატონმა ბუშმა, ამერიკის სენატი უფრო სკეპტიკურად უყურებს საკითხს და აცხადებს, რომ ახალი სტანდარტები ამერიკის ბიზნესებს გლობალური კონკურენციის არსებობის დროს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.

პრეზიდენტის წინადადება ბევრად ჩამოუვარდება გაზების ემისიის შემცირების ევროპულ მცდელობებს. გასულ იანვარს ევროკავშირმა 2020 წლისთვის ემისიის ოცი პროცენტით შემცირება დაისახა მიზნად.

ბატონი ბუშის წინადადება წინ უსწრებდა, გლობალური კლიმატის ცვალებადობის გამო პარიზში გამართულ საერთაშორისო შეხვედრას.

ეს შეხვედრა კიოტოს პროტოკოლის მიერ დასახული გეზის გაგრძელებას წარმოადგენს.

ამ ხელსეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც სათბური გაზების ემისიის შემცირებას ისახავს მიზნად 2012 წელს იწურება.

შეერთებული შტატები კი ერთადერთი ინდუსტრიულად განვითარებული მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელმაც პროტოკოლს ხელი არ მოაწერა.

XS
SM
MD
LG