ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაისიდან მთვარობის თავმჯდომარე გახდება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მაისიდან მთვარობის თავმჯდომარე გახდება, დათანხმდა ერთიანი რუსეთის პარტიას უხელმძღვანელოს.

ეს დღეს მოსკოვში გამართულ ამ პარტიის ყრილობაზე გადაწყდა. პოლიტიკური მიმომხილველების აზრით ეს გარემოება ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების განმტკიცებას შეუწყობს ხელს, რადგან კიდევ უფრო გაიზრდება მისი გავლენა რუსეთის პარლამენტში. ერთიანი რუსეთი დუმის შემადგენლობის 70%-ს აკონტროლებს.

ამავე დროს პუტინის მემკვიდრემ დიმიტრი მედვედევმა უარი თქვა ამ პარტიაში გაწევრიანებაზე, რადგან ის ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თავისი სახელის დაკავშირებას.

XS
SM
MD
LG