ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში


საარჩევნო კამპანია საპრლამენტო არჩევნებისთვის უკვე დაიწყო, შევიდა გარკვეული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, უკვე გამოვლინდა იმ პარტიების ვინაობა ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამ პარტიებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. მაგრამ საწმუხაროა რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან ბევრი დარღვევა თუ შეუსაბამობა დაფიქსირდა, ბევრია შენიშვნაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მხრიდან და სამწუხაროდ ბევრია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც სწორედ ამ დარღვევების გამო უნდობლობას უცხადებს გასულ არჩევნებს. რამდენიმე ხნის წინ, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული ვიდეო თვალის თავიდან ნახვისა და გაშიფვრის შედეგად გაკეთდა. ლაპარაკია იმ დარღვევებზე, რომელიც ვიდეო ფირზეა დაფიქსირებული. სოზარ სუბარი ამ ფაქტების გამოძიებას და შეფასებას ითხოვს. მის მიერ წარმოდგენილი ფაქტების შეფასებას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე მოგვახსენებს:

გიორგი ჩხეიძე – ჩვენ გამოვეხმაურეთ სახალხო დამცველის განცხადებას.

მან საკმაოდ მნიშვნელოვანი, შრომატევადი საქმე განახორციელა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ დაიწყოს გამოძიება. უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, მოხდა ეს ფაქტები თუ არა და თუკი მოხდა, უნდა მოხდეს მისი შეფასება. ამ ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება ხელს არ შეუწყობს მომდევნო არჩევნების სამართლიან ჩატარებას. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს დანაშაულის ჩადენაზე, საჭიროებს დროულ და ეფექტურ რეიგირებას. ამ მოწოდებას ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვაკეთებთ. ამ რეაგირების მოლოდინი არის ძალიან დიდი. ჩვენ ვიცით რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ შედეგები ჯერაც არ არის ცნობილი. რაც უფრო ღია იქნება აღნიშნული საკითხი, მით უფრო დიდი იქნება ნდობა მოსალოდნელი არჩევნების მიმართ.

- სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსალოდნელ არჩევნებზე საზოგადოების ნდობაა არჩევნების შედეგების მიმართ. მაგრამ ამ ძველი, გასული არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების ბოლომდე გახსნის გარეშე, ამ ნდობის მოპოვება რთული გახდება. საგაზაფხულო არჩევნებს ის საარჩევნო კომისია ატარებს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, ამიტომ ხალხმა, მოსახლეობამ რომელმაც 21 მაისს კიდევ ერთი არჩევანი უნდა გააკეთოს, უნდა იცოდეს, თუ რომელი ფაქტი, პრეტენზია, მხილება შეესაბამება სიმართლეს და რომელი არა. იმისათვის, რომ თავად გააკეთოს დასკვნა და მაისის არჩევნებზე არ მიიღოს მონაწილეობა იმ სკეპტიციზმით, რომელიც დღევანდელ დღეს ჯერ კიდევ არსებობს უკანასკნელი არჩევნების მიმართ.

XS
SM
MD
LG