ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მცირე ბიზნესების მფლობელები შეშფოთებულნი არიან ბენზინზე ფასების ზრდის გამო.


ქვეყნის ბევრ რეგიონში ბენზინის ფასმა რეკორდულს მიაღწია, რაც არა მხოლოდ მომხმარებელის ჯიბეზე მოქმედებს:

“მე გაბედულად შემიძლია იმის თქმა, რომ ასეთი ძნელი დრო ჯერ არასდროს ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ ეს ბენზინის ფასთან არის დაკავშირებული”. ამბობს ვაშინგტონელი ტაქსისტი დორი გირმა, რომელიც ავტომობილის საჭეს უკვე თხუთმეტი წელია, რაც უზის.მიუხედავად იმისა, რომ ტაქსით მგზავრობის გადასახადს ბენზინის ფასიც ემატება, გირმა ამბობს, რომ წარსულთან შედარებით, ოცდაათი პროცენტით ნაკლები შემოსავალს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ორი საათით მეტი მუშაობა უწევს.

“ახლა ტაქსით ბევრად ნაკლები ადამიანი სარგებლობს ვიდრე უწინ. რა თქმა უნდა ესეც მოქმედებს ჩვენს შემოსავალზე”. აგრძელებს საუბარს იგი.

ვაშინგტონელი მეყვავილე მაიკლ კარუზო ეთანხმება გირმას. მისი ოჯახი უკვე ოთხი თაობაა, რაც ყვავილების მაღაზიას ფლობს:

“ყოველდღიურად ოთხი საბარგო ავტომობილი გვემსახურება. ჩვენ მათ ყოველთვის ვიყენებთ, როდესაც შეკვეთის ადგილზე მიტანა გვესაჭიროება და მომსახურების ფასის მხოლოდ იმიტომ გაზრდა, რომ ბენზინის ფასმა მოიმატა არასწორად მიმაჩნია. ამიტომაც საერთო შემოსავლიდან ნაკლებს ვიდებთ ჯიბეში”. ამბობს იგი.

კარუზო ფიქრობს, რომ მისმა შემოსავალმა დაახლოებით ოცდახუთი პროცენტით იკლო. იგი ზოგი საბარგო ავტომობილის ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილით შეცვლასაც კი ფიქრობს.

“ჩვენ რაც შეიძლება მეტი ადგილზე მიტანის კონსოლიდაციას ვაკეთებთ და ავტომობილის ერთ უბანში დღეში სამჯერ გაგზავნის მაგივრად, მას მხოლოდ ორჯერ ვგზავნით”. ამბობს მაიკლ კარუზო.

მცირე ბიზნესების მფლობელებმა, საკუთარი პრობლემების შესახებ, გასულ კვირას ბენზინის მაღალ ფასებთან დაკავშირებული საკონგრესო მოსმენის დროს განაცხადეს:

“ყველაზე ძლიერ ბიზნესებსა და მომხმარებლებს გულს ის გვიტეხს, რომ მიუხედავად მაღალი ფასებისა, ნავთობკომპანიები ისევ დაბალ გადასახალდებს იხდიან. გრაფის საბარგო ავტომობილების კომპანიაში თორმეტი პირია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ოცი წელია, რაც ამ ბიზნესს ვაწარმოებთ, შეიძლება მისი დახურვა მოგვიწიოს”. ამბობს პენსილვანიის შტატში მცხოვრები საბარგო ავტომობილების კომპანიის მფლობელი მაიკლ გრაფი.

შეერთებული შტატების ხუთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ გასულ წელს ას ოცი მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. გასული ათი წლის განმავლობაში მათ გადასახადების დაწევის გამო თვრამეტი მილიარდი დოლარი დაზოგეს. ზოგი თვლის, რომ ამ თანხების ნაწილი ალტერნატიული საწვავის წარმოებას უნდა მოხმარდეს, ხოლო ნაწილი კი იმ ამერიკელების დახმარებას, რომლებიც ბენზინის ფასების ზრდის გამო დაზარალდნენ.

XS
SM
MD
LG