ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბებთან მომხდარ შეტაკებაში თერთმეტი ავღანელი პოლიციელი და ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა.


ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, თალიბებმა ყანდაარის პროვინციის აღანდაბის რაიონში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მძინარე პოლიციელებს გაუხსნეს ცეცხლი. ამ ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ პოლიციელს კავშირი ჰქონდა თალიბებთან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ბრიტანეთის საჰაერო ძალების ორი წევრი დაიღუპა. ნატოს საერთაშორისო უშიშროების ძალების განცხადებით, გუშინ მომხდარ აფეთქებაში კიდევ ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG