ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური ჩირაღდანი ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში ჩაიტანეს


ოლიმპიური ჩირაღდანი ტანზანიის დედაქალაქ დარ-ელ-სალამში ჩაიტანეს. ტანზანია აფრიკის ერთადერთი ქვეაყანაა რომელშიც ოლიმპიურ ჩირაღდანი გაივლის. საზეიმო ცერემონიის დროს ოლიმპიური ჩირაღდანი თავად ტანზანიის პრეზიდენტმა მოჰამედ შეინმა აანთო და პრემიერ-მინისტრ სეიფ ხატიბს გადასცა. ინდოეთის ოკეანის ნაპირებთან მდებარე ქალაქ დარ-ელ სალამში ოლიმპიური ჩირაღდანი მხოლოდ 5 კილომეტრს გაივლის, თუმცა თავიდან 25 კილომეტრის მანძილზე უნდა ეტარებინათ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს ევროპასა და შეერთებულ შტატებში გამართული საპროტესტო აქციების განმეორების შიშით, რომლებსაც ტიბეტის დამოუკიდებლობიოს მომხრეები ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ ანხორციელებენ ოლიმპიური ჩირაღდნის მსვლელობის მარშუტზე.
XS
SM
MD
LG