ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზები ქართველი მართლმადიდებლების უფლებებს არღვევენ


აფხაზები ქართველი მართლმადიდებლების უფლებებს არღვევენ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში აფხაზურმა ბანდიტურმა დაჯგუფების წევრებმა ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი პიმენ ქარდავა გაიტაცეს. თუმცა დღის პირველ ნახევარში დღეს მამა პიმენი გაათავისუფლეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თბილისი აღნიშნულ ფაქტს განიხილავს, როგორც დარღვევას ყველა არსებული კონვენციის, ყველა კანონის და ყველა კონსტიტუციის და რომ თბილისი ამ აღმაშფოთებელ ფაქტს ასე არ დატოვებს. – „მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც, როგორც წესი სწრაფად რეაგირებენ ხოლმე ასეტ დარღვევებზე... „ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მოსკოვში ვიზიტისას , მისივე განცხადებით რუსეთის მოქმედ და ახლად არჩეულ პრეზიდენტებთან შეხვედრისას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დსთ-ს სამშვიდობოებო ძალების საკიღხზეც ისაუბრა. პან გი მუნის განცხადებით აფხაზეთში რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ნას ორეტენზიები არ აქვს. მისივე თქმით სამშვიდობოების ჩანაცვლების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.. სადაც, როგორც მოვლენები გვიჩვენებს, გავლენოანი ხმა აქვს რუსეთის ელჩს ვიტალი ჩურკინს.. „ამერიკის ხმის „ ამ კითხვაზე თემურ იაკობაშვილმა უპასუხა, რომ ეს ასე არ არის..
XS
SM
MD
LG