ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოში დატყვევებული პატიმარი ბოიკოტს უცხადებს სამხედრო სასამართლოს


ტერორიზმში ეჭვმიტანილი სუდანელი , რომელიც გუანტანამოში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ დაკავებული აცხადებს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკის სამხედრო სასამართლოს, რომელიც მას ომის დანაშაულის მუხლით გაასამართლებს. სუდანელმა იბრაჰიმ ალ ქოსიმ ამერიკულ სამხედრო ტრიბუნალს გუშინ გამართული მოსმენებისას ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ მას ერთმევა სამართლებრივად გათვალისწინებული უფლებები. გუანტანამოში დაკავებულმა კიდევ ერთი პატიმარმა იგივე სახის განცხადებები გააკეთა ოთხშაბათს. ქასი ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობასა და შეთქმულებაში გაწეული მატერიალური დახმარებისათვის. სამხედრო პროკურორები აცხადებენ, რომ ქასი ავღანეთში ოსამა ბინ ლადენის პირადი მრჩეველი იყო სანამ 2001 წელს ავღანეთში ამერიკელები არ შეიჭრნენ. ქასი უარყოფს ბრალდებებს. გუშინ მან წაიკითხა განცხადება, სადაც ბინ ლადენს ხოტბას ასხამს და აცხადებს, რომ მან დიდ წარმატებას მიაღწია როცა 2001-ი წლის 11 სექტემბერს ამერიკაზე განახორციელა თავცადსხმა.
XS
SM
MD
LG