ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: უცხოელი დამკვირვებლები თბილისში არიან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით თბილისში გუშინ დილით ეუთოს 14 კაციანი მისია ჩამოვიდა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მისიის ხელმძღვანელის, ელჩის ბორის ფრლეცის თქმით, მისიას ევალება წინასაარვნო ექსპერტიზის ჩატარება. საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შესახებ პირველ დასკვნას მისია 30.04. გამოაქვეყნებს, არცევნებიდან 2 თვეში კი უკვე საბოლოო დასკვნას მოამზადებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მისია 14 კაციანია, ესენი არიან ექსპერტები 12 ქვეყნიდან, რომლებიც 21 მაისამდე შეისწავლიან, როგორ ემზადება ქართული პოლიტიკური სპექტრი არცევნებისთვის, რამდენად შეესაბამება მოსამზადებელი პერიოდი დემოკრატიულ , საერთაშორისო სტანდარტებს, როგორ ასრულებს საქართველო ეუთოს ვალდებულებებს და რეკომენდაციებს. ცოტა ხანში თბილისში კიდევ 28 ეუთოს დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დანაწილდებიან. გარდა ამისა, ოფისმა 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი მოიწვია, ეუთოს წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც უშუალოდ არჩევნების წინ ჩამოვლენ : 21 მაისს დააკვირდებიან სააღცევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის პროცესს, ბიულეტენების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურას. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, მისია საარცევნო პროცესს შეაფასებს დემოკრატიული არჩევნების ეუთოს ვალდებულებებთან შესაბამისობაში, ასევე სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში. მისია ასევე დააკვირდება მედიის მიერ პროცესების გაშუქებას. ანუ, თბილისში როგორც ელექტრრონული, ასევე ბეჭდვითი მედიის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები გაისმის, რომ მათი ნაწილი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ სულ ორიოდე კვირის წინ რუსთავი 2 და მზეს ბოიკოტიც გამოუცხადა.. ეუთოს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მედიის მოქმედებას არჩევნების დროს საკანონმდებლო ჩარჩოებთან შესაბამისობაში დააკვირდებიან. მინდა მსმენელის ყურადღება ელჩის კიდევ ერთ განცხადებაზე გავამახვილო. ბორის ფრლეცის თქმით ეუთოს მისია არ ჩამოსულა საქართველოში იმისათვის, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება შეაფასოს, ამის უფლებას, მისივე თქმით მათ არც მანდატი აძლევს. ჩვენ არ ვართ საარჩევნო კომისია, ჩვენ მხოლოდ მეთვალყურეობას ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაკვირვებაა და არა ჩარევა არჩევნებში. არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ვინ გაიმარჯვებს, მთავარია ხმების დათვლა სამართლიანად მოხდეს , აცხადებს ეუთოს მისისს ხელმძღვანელი..
XS
SM
MD
LG