ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟოზე მანუელ ბაროსო თურქეთში ჩავიდა


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო დღეს თურქეთში ჩავიდა სამ დღიანი ვიზიტით. სავარაუდოდ ბაროსო ოფიციალურ ანკარას რეფორმების დაჩქარებას მოუწოდებს, რაც ევროკავშირში წევრობისთვის აუცილებელი პირობაა. თურქეთმა, შეგახსენებთ< რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ამ პროცესს დღემდე კვიპროსისა და სხვა საკითხების ირგვლივ არსებული დაძაბულობა ახლავს თან. გუშინ, ბრიუსელში, ბატონმა ბაროსომ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის სასამართლოს შეხედულება--მმართველი პარტია და პრემიერ მინისტრი ერდოღანი ჩამოაშორონ პოლიტიკას, მათი ისლამური მსოფლმხედველობის გამო. თურქეთის სასამართლო, აპირებს მიიღოს გადაწყვეტიილება პარტიის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება თურქეთის კონსტიტუციაში დაცულ საერო პრინციპებს. ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არ არის ნორმალური, როცა თურქეთის უმრავლესობით მხარდაჭერილ პარტიას ასეთი წინაღობა ექმნება. ბაროსოს განცხადებით, ევროპას მხოლოდ დემოკრატიული თურქეთის შეერთება შეუძლია.
XS
SM
MD
LG