ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სომხეთში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა


დღეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ოპერის შენობის წინ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. სიტყვით გამოსვლისას მან ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის პირობა დადო. ერევნის ცენტრში ათასამდე მოპროტესტემ 19 თებერვლის არჩევნების გაყალბების ეჭვით გამოწვეული მიტინგებისას დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ აქცია გამართა. მაშინ ქვეყნის უშიშროების ძალებთან მომხდარ შეტაკებებში რვა ადამიანი დაიღუპა.

ასობით კი დაიჭრა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა სარქისიანს მოუწოდეს დაუყონებლივ მიაქციოს ყურადღება სომხეთში ადამიანის უფლებების საკითხში არსებულ სავალალო მდგომარეობას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა “ჰიუმან რაიტს ვაჩმა” და “კრიზისების მოგვარების საერთაშორისო ორგანიზაციამ” სარქისიანს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებისკენაც მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG