ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კონგრესში ერაყის საკითხის მოსმენა მიმდინარეობს


დღეს უკვე მეორე დღეა, რაც შეერთებული შტატების კონგრესში ერაყის საკითხის მოსმენა მიმდინარეობს. ერაყში მოქმედი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალს გენერალ დევიდ პეტრეუსსა და შეერთებული შტატების ელჩს ერაყში რაიან კროკერს გუშინ სენატში მოუწიათ კითხვებზე პასუხის გაცემა. დღეს ისინი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის წინაშე წარსდგნენ. გენერალმა აღნიშნა, რომ ალ-ყაიდა ერაყში ჯერ კიდევ საკმაოდ ქმედითუნარიან ორგანიზაციად რჩება. გუშინ პეტრეუსმა ვლისში ერაყიდან ჯარის ნაწილობრივი გამოყვანის სულ მცირე ორმოცდახუთი დღით გადადება მოითხოვა. მისი თქმით ეს პერიოდი ერაყში მიღწეული პროგრესის შეფასებას მოხმარდება. გენერალმაც და ელჩმაც აღნიშნეს, რომ ერაყში პროგრესი აღინიშნება, მაგრამ ეს პროგრესი ჯერ ძალზე არამყარია.

გუშინდელი მოსმენის შემდეგ გენერალმა პეტრეუსმა ტელეარხ ეი ბი სის ჟურნალისტებს მოახსენა, რომ ერაყის ტერიტორიაზე თეირანის მიერ მხარდაჭერილი ბრძოლის თავიდან აცილების მცდელობით, ვაშინგტონი მზადაა ირანთან მოსალაპარაკებლად. ვაშინგტონი თეირანს ერაყის ტერიტორიაზე შიიტური შეიარაღებული ფორმირებების შეიარაღებებში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG