ცნობილმა ამერიკელმა ჯაზმუსიკოსმა დევიდ ბრუბექმა საზოგადოებრივ დიპლომატიაში მიღწეული წარმატებებისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო მიიღო. ბრუბექს ბენჯამინ ფრანკლინის ჯილდო დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოთხმოცდაშვიდი წლის მუსიკოსი მთელს მსოფლიოში მოწყობილი კონცერტების დროს პოზიტიურ ემოციებსა და თავისუფლების იმედს ნერგავს და, რომ იგი “ჭეშმარიტად ამერიკულ” მუსიკალური ენაზე საუბრობს.
ბრუბექმა სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით გამოსვლები 1958 წელს დაიწყო. იგი აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მართავდა კონცერტებს. ჯილდო შარშან სახელმწიფო მდივნის ინიციატივით დაწესდა და მას სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ამერიკული იდეალების გავრცელების სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის ანიჭებენ.